ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილს თავის ჭკუაზე დაჰყავს 4 ბანკი
ნინო შუბითიძე
24 აპრილი, 2018, 16:19
გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილს თავის ჭკუაზე დაჰყავს 4 ბანკი

თბილისი (GBC) – საბანკო ოლიგარქია, რომელიც შეიქმნა და ბიზნესში გადადის, არის ხელისუფლებასთან  დაახლოებული ფინანსური სისტემა,  - საბანკო ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვაზე   ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა  განაცხადა. 

რომან გოცირიძემ  საბანკო ბაზარზე ბოლო გადანაწილების შესახებ გაოცება გამოთქვაTV პირველზე (საქმის კურსი).

„როგორ იკადრა თიბისი ბანკმა, ლონდონის საერთაშორისო ბაზარზე გასულმა,  თაღლით გავრილოვის ბანკის მიერთება“,  - რომან გიცირიძე  კალაძე/ივანიშვილის „პროგრესბანკის“ აქტივის  თიბისისთვის  იძულებით მიყიდვას ირწმუნება. თუმცა ბრალეულობის ტვირთი მხოლოდ  დამძალებელზე  გადააქვს  და დაძალებულის პასუხისმგებლობაზე საუბარს ერიდება.

"როგორ გააკეთეს, რომ ივანიშვილის ბანკი იყიდა თიბისი ბანკმა, როცა თავად ივანიშვილის ,,ქართუმ“ არ იყიდა (პროგრეს ბანკი).  გამოვიდა,  რომ ჩაიფარცხა პანამური ისტორია. ჩრდილოეთ კავკასიური ბანკი, რომელიც აქ დეპოზიტარი იყო, ისიც კი გაკოტრდა რუსეთში. ამ კრიმინალური ისტორიის ბანკის შეძენის სურვილი როგორ შეიძლებოდა ჰქონოდა გამართულ, საერთაშორისო დონეზე გასულ ბანკს  . ეს ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკურ ზეწოლას"- განაცხადა გოცირიძემ. 

მიაჩნია, რომ  ბიძინა ივანიშვილს თავის ჭკუაზე დაჰყავს 4 ბანკი, რომელიც აკონტროლებს საბანკო სისტემის 85-90%, მათ შორის 2 ლონდონის ბირჟის ემიტენტი, ლიბერთი, რომელიდანაც 75% -იანი წილის უცხოური კაპიტალი გადინებულია და მის მფლობელობაში არსებული ქართუ. ამასთან, მსხვილი რუსული „ვითიბი“, რომელიც საქართველოშიც არის წარმოდგენილი, სანქციების მარწუხებშია.  

გოცირიძე ირწმუნება, რომ ქართული საბანკო სისტემა დღეს უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე  4 წლის წინ. 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები