ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროპული საქართველო მცირე ბიზნესის დაბეგვრიდან გათავისუფლებას და დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის ზღვარის გაზრდას ითხოვს
წყარო: IPN
25 აპრილი, 2018, 10:48
ევროპული საქართველო მცირე ბიზნესის დაბეგვრიდან გათავისუფლებას და  დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის  ზღვარის გაზრდას ითხოვს

თბილისი (GBC)- ევროპულმა საქართველომ პარლამენტში მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების საკუთარი ვერსია წარადგინა.

ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ვერ უშველის “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილება.

პარტიის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ  აუცილებელია დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა 100 000 - ლარიანი ზღვრიდან 200 000 ლარამდე გაიზარდოს, რაც მისი აზრით მცირე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.  ამასთან, მიკრო ბიზნესივით, საერთოდ არ უნდა დაიბეგრო მცირე ბიზნესი.

“იმ 1%-ის დატოვებით და არა განულებით, როგორც ამას ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს, კვირიკაშვილი საგადასახადო ინსპექციას ისევ უტოვებს მცირე ბიზნესის შემოწმების ბერკეტს. ამ 1%-ით იმდენად მცირე თანხა შევა ბიუჯეტში, რომ მას ფისკალური ეფექტი არც აქვს. უბრალოდ, კვირიკაშვილს უნდა, მთავრობას დარჩეს ბიზნესზე კონტროლის ეს ზედმეტი მექანიზმი,” - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები