ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხედვები განსხვავებული მასშტაბიდან - რას ელის პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილისგან ბიზნესი
მარიამ მინაძე
27 აპრილი, 2018, 15:46
ხედვები განსხვავებული მასშტაბიდან - რას ელის პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილისგან ბიზნესი

თბილისი (GBC) –  როგორ აისახება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ბიზნესზე, - ქართული საქმიან წრეებში ჯერ არ იციან. არც ის იციან დასჭირდება თუ არა  ჩრდილიდან გამოსულ ექს-პრემიერს მათი აზრების მოსმენა.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ქართული ბიზნესის  და ყველაზე მდიდარი ქართველს ბიზნესის მასშტაბებს შორის „ძალიან დიდ ზღვარზე“ აღნიშნავს, ამბობს, რომ მისი ბიზნესის მასშტაბი და შესაძლებლობები იმდენად შორსაა ქართულ ბიზნესთან და მასშტაბთან,  მათზე არ არის დამოკიდებული ორი მხარის კომუნიკაცია.

ჭყონია პარალელს ვერ ავლებს ივანიშვილის პრემიერობის პერიოდსა და „დაბრუნებას“ შორის, რადგან მისი თქმით, საუბარია განსხვავებულ რეალობებზე.

„როდესაც ივანიშვილი პრემიერი იყო, ეს იყო დასაწყისი და შესაბამისად, სახელმწიფო სხვა პრობლემების წინაშე იდგა, თუნდაც პოლიტიკურ ნაწილში. ახლა კი გარდამავალი პერიოდია და შემიძლია ეკონომიკური აღორძინების ხანა ვუწოდო“, - ამბობს Coca- Cola-ს ფრანჩიზას მფლობელი თემურ ჭყონია.

ჭყონია აღნიშნავს, რომ აუცილებელია იყოს სამართლიანობა და თავისუფლება შემოქმედებაში - „ბიზნესი და მთავრობა ერთი ორგანული ნაწილია, როგორც მთავრობას სჭირდება ბიზნესი, ისე ბიზნესს მთავრობა, სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა“.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები