ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის პირველი ტრენინგი ჩატარდა
30 აპრილი, 2018, 18:13
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის პირველი ტრენინგი ჩატარდა

თბილისი (GBC) - 30 აპრილს, ბიზნეს ცენტრში King David,  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) ორგანიზებით, პირველი ტრენინგი ჩატარდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო კომპანიასთან PricewaterhouseCoopers (PwC) ერთად,  გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ – SME linkages. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ საქართველოში არსებულ მულტინაციონალურ და ე.წ „ფრენჩაიზინგის” კომპანიებს, სამომავლო თანამშრომლობის, კერძოდ პროდუქციის და მომსახურების მიწოდების მიზნით. პროექტის შესამუშავებლად HoReCa-ს სექტორი შეირჩა, რომლის ფარგლებშიც მოღვაწე მულტინაცინალურ ბრენდებთან დასაკავშირებლად და პოტენციალის შესასწავლად, წინასწარ იდენტიფიცირებულმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეავსეს შესაბამისი კითხვარი, რის მიხედვითაც პროექტის განხორციელების მომდევნო ეტაპზე დაიგეგმა ტრენინგები და კონსულტაციები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის.

ტრენინგ პროგრამები გაიმართება ისეთ მოდულებში როგორიცაა: სტრატეგია და დაგეგმვა, ლიდერობა და მენეჯმენტი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და ოპერაციები, გაყიდვები მულტინაციონალურ კომპანიებთან, ფინანსები და ადამიანური რესურსების მართვა და სხვა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები