| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველო აზიიდან ევროპისკენ დამისამართებული გზავნილების სატრანზიტო მარშრუტში ჩართვას გეგმავს.
ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS -ის სიმპოზიუმზე გამოსვლისას განაცხადა.
ლევან ჩიკვაიძის თქმით, ამ მიზნით, საქართველო ახალი დახარისხების ცენტრის მშენებლობას იწყებს.
„მიმდინარე წელს საფოსტო ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა ელექტრონული კომერციაა, ჩვენ ვგეგმავთ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან ევროპისკენ დამისამართებული გზავნილები სწორედ საქართველომ გაატაროს. ამისთვის წელს დავიწყებთ ახალი დახარისხების ცენტრის მშენებლობას, რომელიც უზრუნველყოფს გაზრდილ გზავნილთა რაოდენობის სწრაფ გამტარიანობას“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ და გატარებულ რეფორმებზე აღნიშნა, რამაც „საქართველოს ფოსტის“ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიარება განაპირობა ევროპული და მსოფლიო საფოსტო გაერთიანებების მიერ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss