ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი ლექვინაძე: ყველა რეგიონში და მათ შორის აჭარაშიც აქტუალურია დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა
წყარო: ბიზნესომბუდსმენის ოფისი
5 მაისი, 2018, 16:11
ირაკლი ლექვინაძე: ყველა რეგიონში და მათ შორის აჭარაშიც აქტუალურია დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა

თბილისი (GBC)  - ბიზნესომბუდსმენი   ბათუმში ადგილობირვი ბიზნეს-სექტორის 200მდე წარმომადგენელს შეხვდა.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესმენებს დეტალურად აცნობს  იმ საკომუნიკაციო მექანიზმებს, რითიც  შეუძლია კერძო სექტორს დაუკავშირდეს ბიზნესომბუდსმენს და მიიღოს  მხარდაჭერა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა  პრობლემური საკითხების შესახებ  დასვეს კითხვები.

"რეგიონული შეხვედრები და  ადგილობრივი ბიზნესის პრობლემატიკის გაცნობა  ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესმენებს  გავაცანით ჩვენი შესაძლებლობები და ის,  თუ რას აკეთებს ბიზნესომბუდსმენის ოფისი მათ მხარდასაჭერად. გვქონდა საკმაოდ საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმი. მეწარმეებმა ისაუბრეს ბიზნესის კეთების პროცესში მათთვის პრობლემურ საკითხებზე. ბიზნესმენებმა გამოყვეს სოფლის მეურნეობის სფერო და ის თემები, რომლებსაც ადგილობრივი მთვრობის მხირდან ჭირდება უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები. ვისაუბრეთ ქონებებისა და დაბეგვრის საკითხებზე. ამასთან, ყველა რეგიონში და მათ შორის აჭარაშიც აქტუალურია დაფინანსებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის პრობლემა.  არსებობს ძალიან ბევრი ბიზნეს იდეა და პროექტი. ვფიქრობ, რომ თუ იმ პროგრამების მიხედვით, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაიზრდება ფინანსებზე წვდომა -  ეს კიდევ უფრო მეტად აქტიურს გახდის ადგილობრივ ბიზნესს. საკითხების წრე იყო საკმაოდ მრავალფეროვანი. ნაწილზე დღესვე მოვახერხეთ პასუხების გაცემა და რეაგირება, ნაწილზე კი უკვე  სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ

ბიზნესომბუდმენის ოფისის რეგიონული შეხვედრების მიზანია  რეგიონებში კერძო სექტორთან ომბუდმსენის ოფისის კომუნიკაციის კიდევ უფრო გააქტიურება  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მათი მხრიდან შეხვედრებზე დასმული საკითხების მიხედვით, რეგიონებში დღეს ბიზნესის წარმოების პროცესში  არსებული კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება.

შეხვედრები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენის ოფისს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საერთაშარისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით იმართება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები