| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 3.9 მილიონი ლარის ჯარიმა, 1 საბანკო ლიცენზიის გაუქმების ფაქტი, 133 ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის, 6 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და 1 ფულადი გზავნილის განმახორციელებელი კომპანიის საქმიანობის უფლების შეჩერება, - ასეთია ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის 2 წლიანი საქმიანობის შედეგი.
სებ-მა ახალი მეთოდოლოგიით საფინანსო ორგანიაციების შემოწმება 2016 წელს დაიწყო. იმავე წელს სისტემატური დარღვევების გამო „კაპიტალ ბანკს“ მარეგულირებელმა ლიცენზია ჩამოართვა. 111 შემოწმებული სავალუტო ჯიხურიდან 70 შეუჩერდა რეგისტრაცია. მოხდა 13 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და 9 გზავნილის განმახორციელებელი პირის ადგილზე ინსპექტირებაც. ჯამში, 2016 წელს სექტორის მოთამაშეები 1.3 მილიონით დაჯარიმდნენ.
მკვეთრად გაიზარდა ჯარიმის ოდენობა 2017 წელს. დარღვევები შემოწმებულ 2 კომერციულ ბანკში გამოვლინდა, რომლებიც სებ-მა 1.9 მილიონი დააჯარიმა. ბანკების ვინაობა კი, მარეგულირებელმა სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციით, კონფიდეციალურად დატოვა.
გასულ წელს კიდევ 712,750 ლარის სანქციები დაეკისრა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს. 6 საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, 63 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს და 1 ფულადი გზავნილის განმახორციელებელ პირს რეგისტრაცია გაუუქმდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss