| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერის დაწევას აანონსებს - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ Facebook live -ს დროს განაცხადა.
"დიახ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჭერი და შემცირდეს ის 100%-იანი ზედა ჭერის განაკვეთი, რომელიც ამოქმედებულია 2018 წლის 1 იანვრიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ 1 იანვრამდე საერთოდ არ იყო ზედა ჭერი და 300 და 400 %-ზე ადიოდა ის ხარჯი, რასაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტტბის მოსაზრებაც არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე გავანახევროთ ეს ჭერი და შემდეგ საბაზრო კონიუნქტურა გვაჩვენებს რა დამატებითი ღონისძიებების გატარება შეგვეძლება", - აღნიშნა ბახტაძემ.
მისი თქმით განიხილება ზედა ჭერის შემოღება ე.წ განკარგვად შემოსავალზე - "რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა და ბანკებმა გასცენ სესხები, რომლებიც ჯდება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ჩარჩოებში. ეს ნიშნავს, რომ გაიცეს სესხები იმ ოდენობით, რომ არ დააწვეს ჩვენ მოქალაქეებს ისე რომ მათ უწევთ თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 70-80% გადახდა კრედიტის მომსახურებაში".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss