| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მერიამ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავისთვის მზადება დაიწყო.
მერიას ქალაქიდან გაძევებული „სიტი პარკთან“ დავაში თავის დაცვისთვის მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება სჭირდება. შესაბამისად, 800 000 ლარად იურიდიულ მომსახურების შესყიდვაზე გამარტივებული პროცედურა უკვე ითხოვა.
უკვე ისიც ცნობილია, რომ მოსარჩელე მხარის ინტერესებს კომპანია Freshfields Bruckhaus Deringer -ი იცავს.
მერია კი, იურიდიული კომპანიისგან ითხოვს პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შეფასება/ანგარიშების მომზადებას, ასევე საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას, თბილისის მთავრობის სახელით შპს „სი-ტი პარკთან“ და მის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას და წინასააბიტრაჟო პროცესში სხვა შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და ა.შ.
მერია განმარტებით ბარათში წერს, რომ „დავის რეჟიმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამართლებრივი რისკების შეფასება-შემცირებისა და თბილისის მთავრობის ინტერესების დასაცავად საჭირო მოქმედებები, მათ შორის, შპს „სი-ტი პარკის“ ინტერესების დამცველ საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს შესაბამის მოკლე ვადებში. შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა კი, შეუძლებელი იყო იმდენად, რამდენადაც შეუძლებელი იყო შპს „სი-ტი პარკის“ შემდგომი მოქმედებების ზუსტი პროგნოზირება“.
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ პარკირების კომპანია „სიტი პარკს“ ხელშეკრულება 10 აპრილიდან ცალმხრივად შეუწყვიტა. „სი-ტი პარკს“ მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ხელშეკრულება შეწყვიტა უსაფუძვლოდ, რის გამოც მას უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss