| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ექს-ბანკირი გიგა კაცია სამიანობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აგრძელებს. კაცია მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
გიგა კაცია 2012-2017 წლებში “თიბისი ბანკში” კორპორატიული დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე ამავე ბანკში, გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო. 2009 წელს “ვითიბი ბანკის” ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარი ბანკირი იყო. იგი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ბანკ “რესპუბლიკაში”.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს ამ ეტაპზე ოთხი მოადგილე ჰყავს - პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, რომელიც პარალელურად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. ასევე, ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი და გიგა კაცია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss