ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისისთვის 100 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
8 მაისი, 2018, 14:10
თბილისისთვის 100 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისი (GBC) - თბილისის მერია წლის ბოლომდე 100 ახალ ავტობუსს შეიძენს. 

ტენდერი ავტობუსების შესყიდვაზე უკვე გამოცხადდა.  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 25 დეკემბრამდე თბილისი ეტაპობრივად ასი, ევრო 6-ის სტანდარტის, 10-მეტრიანი, 3-კარიანი, დიზელის საწვავზე მომუშავე და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით უნდა უზრუნველყოს.

ტექნიკური პირობების თანახმად, ავტობუსები უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული, ერთი მარკისა და მოდელის და მათი გარბენი 1700 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მიმდინარე წლის ბოლომდე პრეტენდენტმა თბილისის მერიას პირველ ეტაპზე 69 ავტობუსი უნდა მიაწოდოს, ხოლო მეორე ეტაპზე 31.

100 ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს.

მერიის ცნობით,  მომავალი 3 წლის განმავლობაში თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა სულ 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები