| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა Hub Georgia სარკინიგზო გადაზიდვებში მონოპოლიაზე აცხადებს და სამართლებრივ დავას იწყებს.
Hub Georgia პირველ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოს და საქართველოს აუდიტის სამსახურს მიმართავს, შემდეგ კი კერძო სუბიექტებთან ერთად დავის გაგრძელებას საქალაქო სასამართლოში აპირებს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე მიიჩნევს, რომ დღეს მონოპოლიაა, რითაც კერძო სექტორის საქმიანობა იზღუდება.
ვასო ურუშაძე ამბობს, რომ "საქართველოს რკინიგზის" შვილობილები ბოროტად იყენებენ თავის დომინანტურ პოზიციას და შერჩევითად ემსახურებიან სხვადასხვა კერძო სუბიექტებს. კერძოდ, უქმნიან ხელოვნურ ბარიერებს და ბევრი მათგანისთვის ტვირთების ტრანსპორტირება რკინიგზით შეუძლებელი ხდება.
"ჩვენი მიზანია დავამარცხოთ ეს პრაქტიკა საქართველოს რკინიგზაში და ის დავუბრუნოთ სახელმწიფო ინტერესებს. დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას მოვიგებთ ადრე, თუ გვიან", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss