| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უცვლელად შეინარჩუნა.
2018 და 2019 წლებში EBRD საქართველოში 4.5-4.5%-იან ზრდას ელის .
ახალ ანგარიშში (.pdf) ევრობანკმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ დადებით იმპულსებზე აღნიშნა, განაცხადა, რომ 2017 წელს საქართველოს ეკონომიკას ძლიერი ბიძგი ჰქონდა და 2016 წელს არსებული 2.8%-იანი ზრდიდან მშპ-ს ზრდა 5%-მდე დაჩქარდა.
ანგარიშში მითითებულია, რომ დადებითი ტრენდის მთავარი განმაპირობებელი საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციებია. გაანალიზებულია მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც და აღნიშნული, რომ ინფლაციის დონეც შემცირდა 6%-დან 2.8%-მდე, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს (3%) შეესაბამება.
რაც შეეხება ჩვენ მეზობლებს: სომხეთში წელს 3.5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, აზერბაიჯანში 2.5% (+0.5), ბელარუსში 3%-მდეა გაუმჯობესებული მაჩვენებელი (+1), მოლდოვაში ზრდა 3.5% იქნება, უკრაინაში - 3%. რუსეთისთვის პროგნოზი გაუარესდა 0.2 პ.პ-ით 1.5%-მდე. თურქეთში 0.9 პ.პ გაუმჯობესებით 4.4 %-იანი ზრდაა ნავარაუდევი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss