| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს გავლით, ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის შექმნილი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ეტაპის გახსნის თარიღი ცნობილია.
Natural Gas World -ი აზერბაიჯანის მთავრობიდან წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ცერემონიალი 29 მაისს ბაქოში გაიმართება.
პროექტის პირველი ეტაპი აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის საბადოდან სამხრეთ კავკასიურ, შემდეგ კი, ტრანსანატოლიური (TANAP) მილსადენებით თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირამდე გაზის ტრანსპორტირებას გულისხმობს.
აზერბაიჯანიდან გაშვებული გაზი, მილსადენით თურქეთის ქალაქამდე 12 ივნისს მიაღწევს, რა დროსაც TANAP „ინაუგურაცია“ შედგება.
ახალი მარშრუტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“ ევროკავშირისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ დერეფანმა უნდა უხრუნველყოს ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება. 10 მილიარდი კუბ. მეტრი გაზს ევროპა, აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით მიიღებს.
„სამხრეთის გაზის დერეფანის“ ფარგლებში გაფართოვდა საქართველოზე გამავალი გაზსადენიც. ასევე შენდება ტრანსადრიატიკული (ТАР) გაზსადენი, რომელიც TANAP-ის გაგრძელებაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss