| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საუდის არაბეთი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აღიარებული უნივერსიტეტების სიაში შეტანას განიხილავს.
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, საკითხზე შეხვედრა სამეფოს განათლების მინისტრის პირველ მოადგილესთან, დოქტორ ჯასირ ალ-ჰერბიშთან გაიმართა.
საუბარი ძირითადად შეეხო განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
„ბოლო პერიოდში პერმანენტულად იზრდება საქართველოში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულთა რიცხვი როგორც საუდის არაბეთის, ასევე სამეფოში მცხოვრები სხვა ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან. აქედან გამომდინარე, საუდური მხარე დეტალურად შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და არ გამორიცხავს განათლების სამინისტროს სპეციალური დელეგაციის ვიზიტის განხორციელებას საქართველოში, სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების დასახვის მიზნით”, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss