ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში ბენზინის ფასების ცვლილება 95%-იან კორელაციაშია ევროპაში ფასების ცვლილებასთან
15 მაისი, 2018, 00:23
საქართველოში ბენზინის ფასების ცვლილება 95%-იან კორელაციაშია ევროპაში ფასების ცვლილებასთან

თბილისი (GBC) – საქართველოში ბენზინის ფასების ცვლილება 95%-იან კორელაციაშია ევროპაში ფასების ცვლილებასთან, - საქართველოზე ნავთობის საერთაშორისო ფასების და ევროპაში ბენზინის ფასების ცვლილების გავლენა ეროვნულმა ბანკმა გააანალიზა.

სებ-მა მპკ-ს ანგარიშში  საერთაშორისო ნავთობის ფასების ბენზინის ფასებზე გადაცემის სიძლიერისა და სისწრაფის ემპირიული ანალიზი წარმოადგინა.   

ევროპისათვის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე ერთი ლიტრი ნავთობის ფასის 1 ცენტით ცვლილება, გრძელვადიან პერიოდში ასევე 1 ცენტით ცვლის ერთი ლიტრი ადგილობრივი ბენზინის ფასს. ამასთან, ნავთობის ფასის ცვლილების პრაქტიკულად სრულად გადაცემას ევროპაში ბენზინის ფასებზე დაახლოებით 3 თვე სჭირდება.

სხვა კვლევის მიხედვით, ნავთობის ფასის 10%-ით ზრდა მთლიანად ევროზონისთვის ენერგო პროდუქტების ჯგუფში (რომელშიც შედის თხევადი საწვავი, საწვავი და ზეთები პირადი მოხმარების ტრანსპორტისათვის) ფასების ზრდას 3.6%-ით იწვევს

რაც შეეხება საქართველოს, ნავთობის საერთაშორისო ფასის ცვლილება გრძელვადიან პერიოდში საქართველოში ბენზინის ფასებს ერთი-ერთში გადაეცემა (გადასახადებისა და კურსის გავლენის გამორიცხვით). თუმცა, მოკლევადიან, ერთთვიან პერიოდში ერთი ლიტრი Brent Crude Oil-ის ფასის 1  დოლარით ცვლილება  საქართველოში ერთი ლიტრი ადგილობრივი ბენზინის ფასებს 0.35 დოლარით ცვლის. ამავე ეკონომეტრიკული შეფასების მიხედვით, გრძელვადიან წონასწორობას საბაზრო ფასები ყოველ თვეში 40%-იანი ცვლილებით უახლოვდება.

შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილების საქართველოს ბაზარზე პრაქტიკულად სრულად გადმოცემას 3-4 თვემდე სჭირდება. აღნიშნული ნიშნავს, რომ თუკი ერთი ბარელი ნავთობის ფასი შემცირდება $70-დან $63-მდე (10%-ით), მაშინ საქართველოში ბენზინის ფასი ერთ თვემდე პერიოდში შემცირდება 1.5 ცენტით (4 თეთრით), ხოლო 3-4 თვის შემდეგ - 4.4 ცენტით (11 თეთრით), რაც საქართველოში ბენზინის საცალო ფასის (გადასახადების ჩათვლით) დაახლოებით 5%-ია.

ამ გათვლებში გაცვლითი კურსის ფაქტორი გათვალისწინებული არ არის. დინამიკიდან გამომდინარე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ ნავთობის ფასების ზემოთ აღნიშნული გავლენა შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს.

 „ანალიზი გვიჩვენებს,რომ საქართველოში ადგილობრივი ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასებთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც საერთაშორისო ნავთობის ფასების ცვლილება სრულად გადმოეცემა ადგილობრივი საწვავის ფასებს, თუმცა, ამას დაახლოებით სამი თვე სჭირდება, ხოლო ერთ თვემდე პერიოდში აღნიშნული გადმოცემა ნახევარზე მცირეა”, - მიუთითებს ეროვნული ბანკი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები