ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმს უმასპინძლებს
15 მაისი, 2018, 12:56
თბილისი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმს უმასპინძლებს

თბილისი (GBC) -  16-17 მაისს, 09:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო “Holiday Inn”-ში, რონდელის ფონდის, სლოვაკეთის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმი“.

ორგანიზატორთა ცნობით, „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი“ 2013 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო უსაფრთხოების პლატფორმას წარმოადგენს. იგი აერთიანებს ექსპერტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამეცნიერო წრეების, კვლევითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, რომლებიც განიხილავენ რეგიონში მიმდინარე პროცესებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.  

კონფერენციაზე სიტყვით წარსდგება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. კონფერენციის მონაწილეთა შორის იქნებიან სამხრეთ კავკასიის რეგიონის, ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე მომხსენებლები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, ნატო და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კრიზისები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, სამხრეთ კავკასიის გამოწვევები, რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები და სხვა.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმის სტრატეგიული პარტნიორები არიან: შავი ზღვის ნდობა რეგიონული  თანამშრომლობისთვის (Black Sea Trust for Regional Cooperation), საქართველოში აშშ-ის საელჩო, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida), საქართველოში ლიტვის საელჩო და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები