ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს სახელმწიფო ბინებს აუშენებს
16 მაისი, 2018, 10:42
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს სახელმწიფო ბინებს აუშენებს

თბილისი (GBC) -   90-იანი წლებიდან ბინათმშენებლობის კოოპერატივით დაზარალებულებს თბილისის მერია ბინებს აუშენებს, - გადაწყვეტილებზე  კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

კალაძე ამბობს, რომ დაზარალებულია 3000-ზე მეტი ოჯახი, მათგან პირველ ეტაპზე 800 ოჯახი დაკმაყოფილდება. პრიორიტეტი  სოციალური ქულების რეიტინგის გათვალისწინებით შედგება. 

კახა კალაძემ   მოუწოდა დაზარალებულებს, თუ სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არ აქვთ, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს პრობლემა მოვუგვაროთ ამ ადამიანებს. სამწუხარო რეალობაა, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც სახელმწიფოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უნდა განეხორცილებინა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში  პრივატიზირებული იქნა სხვადასხვა პირებზე, რითაც  უგულვებელყოფილი იქნა დაზრალებული ოჯახების მოლოდინები და მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესაძლებლობა", - განაცხდა კალაძემ, აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე მოიძიეს 16 ჰა მიწის ნაკვეთები  და მინიმუმ 800 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება. 

"გავაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს მომავალში კიდევ წარმოგიდგენთ მიწის ნაკვეთებს", -  განაცხადა კალაძემ. 

მერის თქმით, დეველოპერული კომპანიების შერჩევა კონკურენტუნარიან გარემოში მოხდება. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები