| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ენიო მორიკონეს კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების გადაყვანისა და სამანქანო გზის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა 19 მაისს, საგარეუბნო მატარებლის ერთ რეისს ამატებს.
საგარეუბნო მატარებელი (№6305/6306) ბათუმი-ურეკი იმოძრავებს შემდეგი გრაფიკით: ერთ წუთიანი გაჩერება ყველა მოქმედ ბაქანზე (მახინჯაური, ჩაქვი, ქობულეთი, ოჩხამური, ნატანები, ურეკი) ორივე მიმართულებით, ხოლო სამ წუთიანი გაჩერება ,,ბლექ სი არენას“ ბაქანზე ორივე მიმართულებით.
მატარებლის დანიშვნის გამო: 19 მაისს, მატარებელი (№613) ბათუმი-ოზურგეთს ერთი რეისით ეცვლება მოძრაობის განრიგი შემდეგნაირად: ბათუმიდან გამოვა 18:50 (ნაცვლად 18:05); მახინჯაურში იქნება 18:55;18:57; ჩაქვი 19:10,19:15; ქობულეთი 19:30; 19:32; ოჩხამური 19:42;19:43; ნატანები 19:53; 19:55; ოზურგეთი 20:55. ბაქნებზე გაჩერებები შენარჩუნებული აქვთ უცვლელად.
,,ბლექ სი არენას“ მიმართულებით დამატებითი რეისის გამო, ინიშნება მატარებელი (#5402/5401) ქუთაისი-ბათუმი. ქუთაისი I-დან, 19 მაისს გავა 12:55; შემდეგ დისპეტჩერული რეგულირებით ბათუმამდე. ბათუმიდან უკან დაბრუნდება 20 მაისს 1:30; შემდეგ დისპეტჩერული რეგულირებით ქუთაისი I-მდე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss