| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 12 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ქსელის გამოვლენის მხოლოდ დასაწყისია და ამაზე შსს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობს, - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, გამოძიებაში ჩართული თურქეთი და ევროპული ქვეყნები, ვინაიდან კლუბური ნარკოტიკის ტრაფიკი სწორედ იქიდან მოდის.
„ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის გარკვეული ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯაჭვი, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში მივყავართ ფატალურ შედეგამდე. სხვა მოტივი ჩვენ არ გაგვაჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ იმის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა (კლუბები), რომელიც არის შექმნილი, იყოს გამოყენებული, როგორც ეფექტური ნარკოვაჭრობის პლატფორმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰქონდათ სასამართლო განჩინება კლუბებში შესვლისთვის და ჩხრეკის ჩასატარებლად 2 საუკეთესო დროიდან შეირჩა ის დრო, როდესაც კლუბებში ყველაზე ცოტა ადამიანი იყო.
„ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 - მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, - განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ „ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა უნდა ყოფილი და არის ერთმნიშვნელოვნად ბევრად უფრო მეტი“.
გახარიამ აღნიშნა, რომ დაახლოებით 34 ლოკაციიდან ამოიღეს გარკვეული ნივთიერებები, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ არ ფიქსირდება არც ერთი შემთხვევა კლუბებს შიგნით, რომ უფლებამოსილების გადამეტებაზე.
„მინდა 12 მაისის ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო, რამეთუ ჯერჯერობით ვერავინ უფლებამოსილების გადამეტების ვერც ერთი მაგალითი ვერ წარმოადგინა, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრი ამბობს, რომ , იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, შსს-ს შესაბამისი რეაგირება ექნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss