ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქალაქის პირობებში  მართვის მოწმობის  გამოცდისთვის ავტომობილები სპეციალური სენსორებით აღიჭურვება
19 მაისი, 2018, 23:04
ქალაქის პირობებში  მართვის მოწმობის  გამოცდისთვის ავტომობილები სპეციალური სენსორებით აღიჭურვება

თბილისი (GBC) - შსს მომსახურების სააგენტო ქალაქის პირობებში  მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის დასანერგად ემზადება.

უწყებამ B კატეგორიის მსუბუქი ავტომობილებისთვის  რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში პრაქტიკული გამოცდისთვის პროგრამული და სენსორული  უზრუნველყოფის შესყიდვა 2017 წელს განახორციელა, ახლა კი, დამატებით 170 029  დოლარი გამოჰყო, რითაც სატვირთო ავტომობლებისთვის (C,CE,C1,D,DE,D1) პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის შესყიდვა მოხდება.

ასევე მოხდება აქსესუარებისა და მოწყობილობების დამატება A კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

არსებული იმპულსური სენსორული სისტემის მაკომპლექტებელი ნაწილები და განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადია როგორც პროგრამულად, ასევე ფიზიკურად მხოლოდ ამავე მწარმოებლის, სამხრეთ კორეული ფირმის Neo Information Systems-ის ტექნიკასთან. სწორედ ამიტომ სააგენტოს შესყიდვის გამარტივებულად განხორციელება სურს.

აღსანიშნავია, რომ 2000 წელს დაფუძნებული, Neo Information Systems თითქმის ათწლეულის მანძილზე გააჩნია კორეაში მართვის მოწმობის სახელმწიფო საგამოცდო ცენტრებისთვის მართვის მოწმობის გამოცდისა და სწავლების სამუშაო გამოცდილება.

Neo Information Systems (NIS)-ის მიერ შემუშავებული სისტემა მიწოდებულ იქნა ქვეყნებისთვის: რუსეთი, ჩინეთი, ვიეტნამი, ერაყი, მალაიზია, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, ბოტსვანა და დუბაი.

2011 წელს ,,Neo Information Systems”-მა წარმატებით დანერგა საგამოცდო მოედანზე სატესტო სისტემები ავტომატური ტესტირების ცენტრისთვის და 2017 წელს დაამონტაჟა საგზაო ტესტირებების სისტემა „B“ კატეგორიისთვის.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა 2018 წელს არის დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები