ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კომერციულმა ბანკებმა პილარ 3-ის ფარგლებში წლიური ანგარიშები გამოაქვეყნეს
21 მაისი, 2018, 14:47
კომერციულმა ბანკებმა პილარ 3-ის ფარგლებში წლიური ანგარიშები გამოაქვეყნეს

თბილისი (GBC) - კომერციულმა ბანკებმა პილარ 3-ის ფარგლებში წლიური ანგარიშები წარადგინეს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 

ეროვნული ბანკის ცნობით,  ბანკების მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშები მოიცავს კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას. ასევე რაოდენობრივ ინფორმაციას უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და საოპერაციო რისკების შესახებ.

პილარ 3-ის წლიური ანგარიშები გამოქვეყნებულია კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული ანგარიშები შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ კორექტირებებს, რაც ასევე მითითებული იქნება მოცემულ ბმულზე.

აღნიშნული წესის ფარგლებში ბანკები უკვე აქვეყნებენ კვარტალურ ანგარიშგებებს, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ ინფორმაციას საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების, ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ელემენტებისა და რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შესახებ.

შეგახსენენთ, პილარ 3 ბაზელ III-ის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის განახლებულ ჩარჩოზე მუშაობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა 2015-2017 წლებში დაასრულა. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჩარჩოს მოთხოვნების ანალიზს თანმიმდევრულად ახორციელდება. ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები შეესაბამება ბაზელის კომიტეტის განახლებული პილარ 3-ის ჩარჩოსა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ჩარჩოს დანერგვას ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები