ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Colliers International Georgia-მ 7 მსხვილი საპრივატიზაციო პროექტის საინვესტიციო შეთავაზება მოამზადა
21 მაისი, 2018, 17:05
Colliers International Georgia-მ 7 მსხვილი საპრივატიზაციო პროექტის საინვესტიციო შეთავაზება მოამზადა

თბილისი (GBC) - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანიამ საქართველოში არსებული მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტებისთვის ბიზნეს გეგმები მოამზადა.

propertygeorgia.ge -ს ცნობით, პროექტი მოიცავდა 7 საპრივატიზაციო ობიექტს, მათ შორის ახტალის გამაჯანსაღებელ, გოდერძის სამთო, ლიბანის სპა კურორტებს. ასევე, შერეული ტიპის დეველოპმენტს ქუთაისში და სხვა. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში Colliers International Georgia-ს ექსპერტების გუნდმა ობიექტების არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით განახორციელა ადგილზე ვიზიტები,  შეისწავლა ბაზარი და, ამის შემდეგ, შეიმუშავა აღნიშნული ობიექტების განვითარების კონცეფცია. ასევე, მომზადდა აღნიშნული ობიექტების ფინანსური პროგნოზი, რაზე დაყრდნობითაც მოხდა ქონების ამონაგების ანალიზი. პოტენციური ინვესტორებისთვის საპრივატიზაციო პროექტების  განვითარების კონცეფციით და ფინანსური გათვლებით შეთავაზება, გაცილებით მიმზიდველს ხდის საინვესტიციო თვალსაზრისით.  

Colliers International Georgia-ს  მსხვილი უძრავი ქონების პროექტებისთვის ბიზნეს გეგმების მომზადების პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია აქვს.  კომპანიამ 40-მდე მსგავსი ტიპის პროექტი განახორციელა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები