| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საბანკო სექტორს 2017 წლის ყველაზე ძვირი საკადრო გადაადგილებები დაუჯდა. კონკურენტებიდან ბანკირების გადმობირება და გასათავისუფლებელი მენეჯერების დაკმაყოფილება, მათი მადის შესაბამისად.
წლიური ანგარიშის (2017) თანახმად (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=109) , ლადო გურგენიძის წასვლა ლიბერთის 910 000 ლარი დაუჯდა. ამას ემატება 6 დირექტორისთვის გადახდილი 1.6 მილიონი და ₾178 100, შემდეგი 6-ისთვის, რომელიც დირექტორთა საბჭოს ექვსეულია თუ სხვა, ანგარიშში არ კონკრეტდება.
47-კაციანი სტაფისთვის, ლიბერთიში სულ გადახდილია 16.5 მილიონი, აქედან 9.4 უმაღლესი რგოლის მენეჯმენტისთვის (7); 2.5 მლნ, სამეთვალყურეო საბჭოსთვის (2) და 4.56 მლნ 38 პირისთვის.
პილარ 3-ის ახალი ანგარიშგებით, ბანკის მმართველი გუნდი და გადასახდელები კატეგორიებად იყოფა. ფიქსირებული, ბუნუსი და განსაკუთრებული გადახდები, რომლის ბენეფიციარი დირექტორატიც შესაძლოა იყოს და გაწეული საქმიანობის მიხედვით მასთან გათანაბრებულ პირთა ჯგუფიც.
ასეთ ჯგუფში თიბისის 38 პირი ჰყავს და განსაკუთრებული გადახდები 1.1 მლნ-ს შეადგენს.
1 ახალი დირექტორისთვის 117 ათასზე მეტი აქვს გადახდილი, 8 პირისთვის ₾16 000.
გათავისუფლებული 4 პირის ანაზღაურება 200 000 ლარამდე დაჯდა, აქედან 25 000 ფულით დანარჩენი აქციებით და სხვა ინსტრუმენტებით.
სულ, 8 დირექტორიანი საბჭოს წლიური ანაზღაურება ₾42.8 მლნ-ს შეადგენს, 7-წევრიანი სამეთვალყურეო საბჭოს - ₾5.8 მლნ და ₾10.2 მლნ 10 პირისთვის (∑58.8 მლნ)
1.5-ჯერ ნაკლებია საქართველოს ბანკის ქეისი ₾29.6 მლნ (8 დირექტორი); ₾5.5 მლნ (სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრი) და ₾2.7 მლნ(2 პირი), განსაკუთრებული გადახდების მოცულობა არ ფიქსირდება. არც თიბისის მენეჯერის (დავით წიკლაურის) გადმობირების ხარჯი. აქციონერ მენეჯმენტთა გრაფაში 0 უფიქსირდება და გადავადებულში 62 500, რაც კორექტირებადი ციფრია, დასაზუსტებელია რამდენს და როდის განკარგავს, დაკვირვების პერიოდი 5 წელია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss