| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კონკურენციის სააგენტომ ნავთობრეალიზატორებს ჯარიმა 18-ჯერ შეუმცირა.
უწყებამ ნავთობპროდუქტების ბაზრის ხელახალი მოკვლევის დასრულებაზე განაცხადა. კვლევა სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩატარდა, მას შემდეგ, რაც ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ნავთობკომპანიების 55 მილიონით დაჯარიმებაზე.
ბაზრის მარეგულირებელი აცხადებს, რომ როგორც თავდაპირველი, ასევე, მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ანალიზის შედეგად, სააგენტომ დაადგინა შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის", შპს "რომპეტროლ საქართველოს", შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას", სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს "ლუკოილ ჯორჯიას" მიერ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი (ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება).
სააგენტომ ასევე დაადგინა შპს "რომპეტროლ საქართველოს", შპს "ლუკოილ ჯორჯიას" და შპს „L ოილის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა - ფრენშაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად ფასების განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში (შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება))
კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის ზემოთ ჩამოთვლილ ეკონომიკურ აგენტებს ჯამში 3 მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ.
შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიები, 2015 წლის ივლისში, ჯამში, 55 მლნ ლარით დააჯარიმა .
1100 -გვერდიან დოკუმენტში მარეგულირებელი მიუთითებდა, რომ 2008-2014 წლებში ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის კანონი, ხდებოდა იმპორტისთვის ხელოვნური ბარიერების დაწესება, იზღუდებოდა წარმოება და წესდებოდა შეთანხმებული ფასი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss