ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყაზახეთში ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების სავაჭრო მისია შედგება
25 მაისი, 2018, 11:42
ყაზახეთში ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების სავაჭრო მისია შედგება

თბილისი (GBC) - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „Gateway&Partners” შუამავლობით, 28-დან 30 მაისის ჩათვლით ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები ყაზახეთში სავაჭრო მისიას განახორციელებენ.

აღნიშნული ვიზიტის მიზანია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების  ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, სამომავლო თანაშრომლობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში 6 ქართული კომპანია, კერძოდ:  სს „ჯი-ი-სი“, შპს „გლობალური გაყიდვებისა და კონსულტაციების ჯგუფი“, შპს „Innova”, შპს „კაიზენ ინსტიტუტი საქართველო“, შპს „PMO”, შპს „სავი“ 3 დღის განმავლობაში შეძლებენ გამართონ წინასწარ დაგეგმილი B2B ტიპის შეხვედრები მათთვის შერჩეულ პოტენციურ კლიენტებთან.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული მისია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები