ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება
25 მაისი, 2018, 15:54
ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება

თბილისი (GBC) - ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პროექტი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

„20 მაისს, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები. შემდეგი ეტაპი მოიცავს  ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, რომელიც ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მინისტრს და ასევე თურქეთის ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯებისთვის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები