ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ტრამპის  ფოლადის პოლიტიკა ქართულ მეტალურგიულ წარმოებას ემუქრება
25 მაისი, 2018, 16:53
ტრამპის  ფოლადის პოლიტიკა ქართულ მეტალურგიულ წარმოებას ემუქრება

თბილისი (GBC) - ტრამპის  ფოლადის პოლიტიკა ქართველ მწარმოებლებს ემუქრება.

ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადის შემოღების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მსოფლიო ბაზარის კონიუნქტურა  შეცვალა. 

ტრამპმა ამ გზით  აშშ-ში იაფი პროდუქციის შეტანა შეზღუდა, რომელსაც ახლა გასაღების სხვა ბაზრების მოძებნა მოუწევს. შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გაჩენილი ჭარბი პროდუქტისთვის ასეთი „სხვა ბაზარია"  ღია ეკონომიკის საქართველო.

კონკურენცია ქართულ წარმოებას როგორც ჩანს, დემპინგურ ფასებთან მოუწევს.

„საფრთხეშია მთელი მეტალურგიული ინდუსტრია, რომელიც ძალიან წარმატებული იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში“, - ამბობს „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი.

მისი თქმით, ბოლო წლებში,  ქართულმა წარმოებამ ჩაანაცვლა იმპორტი, მათ შორის უკრაინიდან და  ამასთან, დაახლოებით 4 000 ადამიანი დაასაქმა მეტალურგიულ ინდუსტრიაში. კიდევ  6000-დან 10 000-მდე ადამიანისთვის კი, ირიბი სამუშაო ადგილები შექმნა. 

„ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, 10 000 ადამიანის სამუშაოა საფრთხის ქვეშ. ეს არის თვეების ამბავი.  როცა თურქეთი, რუსეთი და ევროკავშირი ვერ გაიტანს ფოლადს ამერიკაში, მათ შეიძლება დემპინგური ფასებით შემოიტანონ ის საქართველოში.  ჩვენ არ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ამას აკრძალავს. მაგრამ შეგვიძლია მივმართოთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (მსო) და მოვითხოვოთ ბაზრის  დროებითი დაცვა, დემპინგური ფასების შემთხვევაში.  ეს არ არის ერთი მეტალურგიული ქარხნის გენერალური დირექტორის პარანოია. თურქეთმა უკვე შეატყობინა საქართველოს, მსო-ს,  რომ აპირებს ტარიფების აწევას ფოლადის იმპორტზე, იმიტომ რომ თურქეთს ეშინია  რუსეთის და ევროკავშირის ფოლადის“, - ამბობს ნუგზარ კაჩუხაშვილი.

ბიზნესმენი ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები და აამოქმედოს მსო-ს მიერ მონიჭებული მექანიზმები, ბაზრის დროებითი დაცვისთვის.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები