| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დასახელებული რეფორმები ქვეყნის ეკონომიკაში გააჩენს მეტ ფულს, მეტი ფული ნიშნავს მეტ რეალურ ეკონომიკას, მეტი რეალური ეკონომიკა კი - მეტ დასაქმებულ ადამიანს, - ფინანსთა მინისტრმა ახალი ინიციატივები და მათი გავლენა Facebook-ში თავის გვერდზე შეაფასა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ცვლილებები დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:
- ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გამსესხებლის მოთხოვნები მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ დაკმაყოფილდება მხოლოდ დაგირავებული ქონებით და სხვა ქონებიდან ვეღარ მოითხოვს თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-სა, ნახევრდება და ჩამოდის 50%-მდე.
- ვადაგადაცილების შემთხვევაში წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას;
- იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების ანუ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება;
- მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს (ე.წ. ლომბარდებს) მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი.
- ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა.
„აღნიშნულ სექტორში თამაშის წესები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს გამჭვირვალე, სამართლიანი და ყველასთვის თანასწორი! ჭარბვალიანობა იყო და სამწუხაროდ დღემდე რჩება ერთ-ერთ მძიმე პრობლემად, რომელიც გაცდა ფინანსური ურთიერთობების სივრცეს და მძაფრი სოციალური განზომილება შეიძინა; აღნიშნული პრინციპები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უფრო მდგრადი დონის მიღწევასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაში. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ყველას გპირდებით, რომ ნებისმიერ რეფორმას, როგორი დაბრკოლებებით სავსეც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ქვეყნისა და ეროვნული ეკონომიკის საკეთილდღეოდ”, - წერს მამუკა ბახტაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss