ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ისტორიული დღე - ლონდონის ბირჟაზე Georgia Capital -ის აქციები დაილისტება
28 მაისი, 2018, 23:18
ისტორიული დღე -  ლონდონის  ბირჟაზე Georgia Capital -ის აქციები დაილისტება

თბილისი (GBC) - დღეს, საქართველოს ეკონომიკის ისტორაში მნიშვნელოვანი დღეა-  "საქართველოს ბანკის ჯგუფიდან" გამოყოფილი საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი"  ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში ჩაეშვება.

აქციები ბირჟაზე CGEO ტიკერით იქნება წარმოდგენილი. ამ რიგად, უკვე ყოფილი საქართველოს ბანკის ჯგუფიდან 3 დამოუკიდებელი კომპანიაა დალისტული ლონდონის ბირჟაზე - "საქართველოს ბანკის ჯგუფი", "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" და "საქართველოს კაპიტალი".

ამ უკანასკნელის პორტფელშია: "ალდაგი", კომუნალური და ენერგო აქტივების მქონე "ჯორჯიან გლობალ უთილითიზი", უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის აქტივების მქონე m2, ღვინის მწარმოებელი და ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორი "თელიანი ველი" და "გლობალ ბიერ ჯორჯია", ასევე მის პორტფელშია "საქართველოს ბანკის" 19.9%, რომელიც ეტაპობრივად შემცირდება და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის"  57%-იანი წილი.

ამ გაყოფის შემდეგ "საქართველოს ბანკის  საბანკო და საინვესტიციო მიმართულება დამოუკიდებლად გააგრძელებს განვითარებას, ეყოლება დამოუკიდებელი დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოები. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები