| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „Gateway&Partners” შუამავლობით, 28-დან 30 მაისის ჩათვლით ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებმა ყაზახეთში სავაჭრო მისია განახორციელეს.
აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, სამომავლო თანაშრომლობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში 6-მა ქართული კომპანიამ, კერძოდ: სს „ჯი-ი-სი“, შპს „გლობალური გაყიდვებისა და კონსულტაციების ჯგუფი“, შპს „Innova”, შპს „კაიზენ ინსტიტუტი საქართველო“, შპს „PMO”, შპს „სავი“ 3 დღის განმავლობაში გამართა წინასწარ დაგეგმილი B2B ტიპის შეხვედრები, მათთვის შერჩეულ პოტენციურ კლიენტებთან.
ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ქართული ბიზნეს საკონსულაციო კომპანიების დელეგაცია გაემგზავრა სავაჭრო მისიით ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ქართული მხარე შეხვდა 30 სხვადასხვა კომპანიასა და ბიზნეს ასოციაციას მათ შორის ყაზახეთის ბაზრის ისეთ მსხვილ მოთამაშეებს როგორიცაა, „კაზმუნაი გაზი“ „ტურიზმის ასოციაცია“, „კასპი ბანკი“ და ა.შ.
სავაჭრო მისია საკმაოდ წარმატებული გამოდგა იმ თვალსაზრისით რომ ქართულმა კომპანიებმა რამდენიმე მნიშვნელოვან პოტენციურ პარტნიორთან დაიწყეს მოლაპარაკება და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მათი ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების ყაზახეთის ბაზარზე გატანა.
შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული მისია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების და სერვისების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss