| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- ლიბერთი ბანკში რებრენდინგია.
ბანკის მფლობელის ცვლილებიდან 8 თვეში ბანკს განახლებული ლოგო აქვს, რომელშიც ნაცრისფერი ფერი თეთრმა ჩაანაცვლა, თუმცა რჩება დომინანტი წითელი .
ლიბერთი ბანკის ახალ კორპორატიულ სტილზე წამყვანმა ბრიტანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა იმუშავეს.
როგორც GBC-ის აცნობეს, ლოგოსა და სახელწოდებაშიც „ლიბერთი ბანკი“ გამარტივდა და დარჩა მხოლოდ სიტყვა „ლიბერთი“. ლოგო მარტივი, უშუალო, კრეატიული და თანამედროვეა. „ბ“ ასო განსაკუთრებით უსვამს ხაზს ახალ კონცეფციას - სიმარტივეს, გახსნილობას და თავისუფლებას.
"ახალი ვიზუალური სტილი ბანკმა 25 ივნისს სოციალურ ქსელებში ვიდეოთი გამოაქვეყნა. ვიდეო ერთგვარი ანონსია რებრენდინგის, რომელიც ლოგოთი დაიწყო და სამომავლოდ ყველაფერს მოიცავს - სერვის ცენტრებს, ციფრულ არხებსა და პროდუქტებს" , - აცხადებენ ბანკში.
"ყველაფერი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით... არ იცვლება მთავარი - ჩვენ ვართ ლიბერთი. ბანკი ყველგან და ყველასთვის" - ასეთია ბანკის მთავარი გზავნილი.
შეგახსენებთ, 2017 წლის ოქტომბრიდან ბანკის მაჟორიტარი აქციონერია ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანიამ „European Financial Group B.V.“ (შემდგომში „EFG“) . ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss