| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მერია ნარჩენების ქარხნის მშენებლობის გაჭიანურებაზე განმარტებას აკეთებს.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის განმახორციელებელ "კა დე ვე ჯორჯიასთან" გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში არ შესულა, რადგანაც პროექტი დაწუნებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შედგა საბოლოო შეთანხმება და თბილისისთვის პირველად იწყება ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს და საფუძველს ჩაუყრის ნარჩენების სეპარირებისა და აღდგენის სისტემის ჩამოყალიბებას.
მოგეხსენებათ, ევროპამ და განვითარებულმა მსოფლიომ კარგად გაიაზრა, რომ ნარჩენი არ არის ისეთი რამ, რასაც თავიდან ვიშორებთ, იგი შეიძლება გადავამუშაოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით, ეს მიდგომა არამარტო დაიცავს გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას. ვფიქრობ, ის სტრატეგია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტთან ერთად, იქნება საწინდარი იმისა, რომ თბილისი ძალიან მალე, ეტაპობრივად გადავა ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებში ეტაპობრივად განთავსდება სეპარირებული ურნები.
მოგეხსენებათ, რომ იგეგმებოდა ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენება, თუმცა ეს პროექტი დაწუნებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და ხელშეკრულება ძალაში არ შევიდა, რადგან სისტემა, რომელსაც ხელშეკრულების პროექტი გვთავაზობდა, იყო მოძველებული, აღარ შეესაბამებოდა ნარჩენების მართვის კოდექსს, ნარჩენების მართვის სამთავრობო სტრატეგიას და ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე, ეწინააღმდეგებოდა ნარჩენების ადგილზე სეპარირების იდეას, რომელზეც საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. წინააღმდეგობაში მოდიოდა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთანაც, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019-2020 წლებიდან მსხვილი მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ და თავიანთი პროდუქციის შეფუთვაში იყენებენ პლასტმასს, თუნუქს, მუყაოს, შუშას და სხვა მასალას, ვალდებულები იქნებიან, იზრუნონ თავიანთი პროდუქციისგან მიღებული ნარჩენების მართვაზე.
ამის მიზანია ერთი მხრივ მცირე ბიზნესის, ხოლო მეორე მხრივ უნარჩენო წარმოების ხელშეწყობა. ასეთი პოლიტიკის შედეგად ნარჩენების საკმაოდ დიდი რაოდენობა ნაგავსაყრელზე აღარ მოხვდება.
სწორედ სეპარირებისა და მწარმოებლის ვალდებულებების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პროექტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დაწუნებული და მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიასთან ერთად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, თუმცა კომპანიასთან ამაზე მოლაპარაკება ვერ შედგა, მეტიც, მათ უარი განაცხადეს 25-წლის ვადით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რათა აღდგეს მუნიციპალიტეტის უფლება საკუთრებაზე", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ GBC- სთვის მოწოდებულ განცხადებაში.
კა დე ვე ჯორჯია გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას დიდ ლილოში გეგმავდა. პროექტი 80 მლნ ევროდ არის შეფასებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss