ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სეს: შემოწმებული 40 ნიმუშიდან, 2 ნესვში აღმოჩნდა ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა
25 ივლისი, 2018, 15:33
სეს: შემოწმებული 40 ნიმუშიდან, 2 ნესვში აღმოჩნდა ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა

თბილისი (GBC) - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიტრატების შემცველობაზე ხილისა და ბოსტნეულის კვლევის პირველი შედეგი წარადგინა.

სეს-ის ცნობით, აღებული იქნა 60 ნიმუში, მათგან 40 უკვე ჩაუტარდა  აკრედიტებულ ლაბორატორიებში კვლევა. 

ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა ნესვის ორ ნიმუშში, რომლებიც ბათუმსა და ქუთაისშია აღებული. 

ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობამ შეადგინა 480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში - 212 მგ/კგ (ნორმა - 90 მგ/კგ).

აღნიშნული შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და მათვე დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. 

 ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება. 

უკვე აღებული 20 ️ ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები