| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - რუსეთის შოუ-ბიზნესისა და სპორტის 50 ვარსკვლავს შორის 2 ქართული ფესვების მქონე მუსიკოსი მოხვდა.
Forbes-ის ყოველწლიური რეიტინგის მეოთხე ადგილი გრიგორი ლეპსს (ლეპსვერიძე) უჭირავს, მე-15 კი, ვალერი მელაძეს.
რეიტინგის შედგენისას შემოსავლის გარდა ვარსკვლავების პოპულარულობასაც მიაქციეს ყურადღება - მედიაში მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება და იანდექსის საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძიება.
ლეპსის შემოსავალი რუსულენოვან Forbes-ს 8.2 მილიონ დოლარად აქვს შეფასებული. მელაძის კი, 5.9 მილიონად. წინა წლის რეიტინგში მათ მესამე და 29-ე ადგილი ეკავათ.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება: ალექსანდრე ოვეჩკინი (14.5 მლნ), სერგეი შნუროვი / ლენინგრადი (13.9 მლნ), ფილიპ კირკოროვი (8.9 მლნ), გრიგორი ლეპსი (8.2 მლნ), ივან ურგანტი (8.5 მლნ), ოლგა ბუზოვა (3.9 მლნ), დიმა ბილანი (7.7 მლნ), ევგენია მალკინი (9.5 მლნ), სტას მიხაილოვი (7.4 მლნ), ქსენია სობჩაკი (1.4 მლნ)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss