ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ერმუჰამეტ ერტისბაევი: სასტუმრო ბორჯომი- ლიკანში ყაზახურმა მხარემ თავისი წილი $10 მილიონად დათმო  
30 ივლისი, 2018, 18:47
ერმუჰამეტ ერტისბაევი: სასტუმრო ბორჯომი- ლიკანში ყაზახურმა მხარემ თავისი წილი $10 მილიონად დათმო   

 

თბილისი (GBC) -   გავიგე, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ (ყოფილი Rixos Borjomi) ყაზახურმა მხარემ თავისი წილი  10 მილიონ დოლარად დათმო, - ამის შესახებ საქართველოში ყაზახეთის ყოფილმა ელჩმა ერმუჰამეტ ერტისბაევმა გაზეთ  „ვრემიასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„გავიგე, 21 ივნისს, ბორჯომის ხეობაში მდებარე, 5 - ვარსკვლავიან სასტუმროში ყაზახურმა მხარემ თავისი წილი 10 მლნ დოლარად გაყიდა. სხვათა შორის, ამ სასტუმროში ჩვენი მხრიდან 38 მლნ დოლარი იყო ჩადებული. აი, ქრესტომათიული მაგალითი, რომ სახელმწიფო არ ითვლის ფულს, ბიზნესისგან განსხვავებით“, - განაცხადა დიპლომატმა.

ის ამბობს, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ 40 მლნ დოლარად გასხვისების კატეგორიული წინააღმდეგიც იყო, რადგანაც ამ კომპანიაში მათ 160 მლნ დოლარი აქვთ ჩადებული.

ექს-ელჩმა აღნიშნა, რომ მისი საქმიანობა საქართველოს მთავრობაში „ვიღაც-ვიღაცეებს“ არ მოსწონდათ და 2014 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტისას, საქართველოს მთავრობამ ელჩის შეცვლაც ითხოვა.

რა თანხად დათმო სინამდვილეში ყაზახურმა მხარემ აქტივი და გადავიდა თუ არა საპარტნიორო ფონდზე  დაახლოებით 15 მლნ დოლარის ვალის მომსახურებაც, რასაც  ყაზმუნაიგაზს ამ სასტუმროსთვის ჰქონდა აღებული უცნობია.  

საპარტნიორო ფონდმა  ყაზმუნაი- გაზ სერვისისგან“  სასტუმრო  „ბორჯომ- ლიკანის “   წილის გამოსყიდვას „კომერციულად ძალიან წარმატებული კონტრაქტი“ უწოდა.

„შევისყიდეთ უფრო ნაკლებად ვიდრე მათ მიერ იყო თანხა ჩადებული. კომერციული თვალსაზრისით, ეს მართლაც ძალიან წარმატებული კონტრაქტია“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. 

შეგახსენებთ, თავდაპირველად სასტუმროს პროექტი 38.5 მლნ დოლარად იყო შეფასებული, მისი გახსნისას კი, აღინიშნა, რომ პროექტში 48 მლნ დოლარი იყო ჩადებული.   ინვესტიცია  „საპარტნიორო ფონდმა“ და „ყაზმუნაი გაზ სერვისმა“  თანაბრად გაინაწილეს. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები