| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ივნისში, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 3.2 აშშ ცენტი იყო.
ამასთან, ძირითად საექსპორტო ბაზარზე, თურქეთში საშუალო საბაზრო ფასი წლიურად 5.8%-ით შემცირდა წინა წლის საკმაოდ დაბალი ბაზიდან (-17.0% წ/წ) და კვტ.სთ-ზე 4.1 აშშ ცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის საშუალო საბაზრო ფასი 1.1 აშშ ცენტით (21.6%-ით) ჩამორჩება საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასს.
G&T -ის ცნობით, 2018 წლის ივნისში, ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 15.4%-ით შემცირდა, თუმცა 2018 წლის პირველი ნახევარში ექსპორტი 5.8%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 2018 წლის ივნისში ექსპორტმა ქსელში მიწოდებული ენერგიის 16.0% შეადგინა.
ივნისში ექსპორტი ძირითადად განხორციელდა თურქეთის მიმართულებით (მთლიანი ექსპორტის 78.6%), ხოლო დანარჩენი - რუსეთის (მთლიანი ექსპორტის 15.1%), სომხეთის (მთლიანი ექსპორტის 4.3%) და აზერბაიჯანის (მთლიანი ექსპორტის 2.1%) მიმართულებით გადანაწილდა.
ამასთან, თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი (76.2%) 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერის პერიოდში ესკოს მიერ განსახორციელებელი ელექტროენერგიის იმპორტის ბარტერს მოხმარდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss