ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი შესაძლოა დაგრძელდეს
19 აგვისტო, 2018, 23:14
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი შესაძლოა დაგრძელდეს

თბილისი (GBC) - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი შესაძლოა ახალ პუნქტებამდე დაგრძელდეს , - ამის შესახებ თურქულ მედიას თურქმენეთში თურქეთის ელჩმა განუცხადა. 

დიპლომატი ამბობს, რომ შესაბამისი პროექტები თურქულ მხარეს უკვე მომზადებული აქვს.  ამასთან, აღნიშნა, რომ ამ პროექტთან მიერთება ძალიან მომგებიანი იქნება თურქმენეთისთვის. 

"ჩვენ გვაქვს  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დაგრძელების გეგმა. ეს მარშრუტი  სტრატეგიული მნიშვნელობისაა როგორც თურქეთის,  ასევე თურქმენეთისთვის. აშხაბადს ექსპორტზე გააქვს ნავთობი და გაზი  და მათ სურთ ამ სეგმენტიდან შემოსავლების გაზრდა", - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ გაზის მარაგი თურქმენეთში 26 მილიარდ კუბ. მეტრად არის შეფასებული. 

 

შეგახსენებთ, ბაქო- თბილისი-ყარსის მაგრისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. პროექტი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, თუმცა სატვირთო გადაზიდვები უკვე ხორციელდება. აზერბაიჯანი წელს ამ მაგისტრალით 4000 -მდე კონტეინერის გადაზიდვას პროგნოზირებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები