ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობა მთიან რეგიონებში ტყის ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოებს დააფინანსებს
22 აგვისტო, 2018, 22:56
მთავრობა მთიან რეგიონებში ტყის ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოებს დააფინანსებს

თბილისი (GBC) - მთავრობა მთიან რეგიონებში ტყის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებას გეგმავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,  ახალი პროგრამა 2019 წლიდან ამოქმდდება. საკითხზე  მთის განვითარების ეროვნული საბჭოს  სხდომაზე იმსჯელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ  ტყის მდგრადი მართვის პირობებში, იქ არსებული რესურსის  ეფექტიანად გამოყენება შესაძლებელია.

ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელი გახდება შეშის გამოყენებით ტყეზე ზეწოლის შემცირება, თუ მოხდება ალტერნატიული საწვავი საშუალებების ბრიკეტების და პელეტების წარმოება.

პროგრამას ექნება სხვა კომპონენტებიც, რაც მაღალმთიან რეგიონებში დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, განავითარონ ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, ასევე ავეჯის საწარმოები.

„ქართული ტყე ძალიან მდიდარია არამერქნული რესურსით - ეს არის როგორც ტყის კენკრა, ასევე სხვადასხვა ტიპის ხილი, სამკურნალო და საკვები მცენარეები. შესაძლებელია მათი გადამამუშავებელი, შესაფუთი საწარმოების ჩამოყალიბება და ეს ინიციატივაც მთიან რეგიონებში მხარდაჭერილი იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები