| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქართველოში ავტომობილების ნაწილების და კომპონენტების წარმოების შესაძლებლობას სწავლობს.
სააგენტომ ამ ინდუსტრიის კვლევა KPMG -ის დაუკვეთა, რისთვისაც 139 240 ლარს გადაუხდის.
ამ კვლევამ უნდა გამოავლინოს, რამდენად შესაძლებელია საქართველოში წარმოების ამ სეგმენტის განვითარება და ინვესტორების მოზიდვა.
KPMG -იმ საინვესტიციო პოტენციალი უნდა შეისწავლოს და მომდევნო 5 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილების მწარმოებლებისთვის საქართველოს მიმზიდველობის შეფასება უნდა მოახდინოს.
კვლევა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილების/კომპონენტების სექტორში მინიმუმ 4 ქვე-სექტორის იდენტიფიცირებას მოახდეს, რომელშიც საქართველოს აქვს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა;
აქვე მოხდება საქართველოს 5 კონკურენტი ქვეყნის შესაძლებლობების მიმოხილვა და საქართველოს კონკურენტუნარიანობის გამოვლენა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss