| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველო დაინტერესებულია მეტი გერმანული ინვესტიცია მოიზიდოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა გერმანიის კანცლერთან შეხვედერის შემდეგ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმა მხარეების შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოში ყველა გერმანული კომპანიის საქმიანობას. წარმატებულ პროექტებთან ერთად, გვაქვს სურვილს მაქსიმალურად ავითვისოთ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, ვიხილოთ უფრო მეტი გერმანული ინვესტიცია საქართველოში და მსხვილ გერმანულ კომპანიებთან ერთად, ურთიერთობა განვავითაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს შორის", - განაცხადა პრემიერმა.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი იქცეს კარიბჭედ და რეგიონალურ ჰაბად ცენტრალური აზიის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი და ეს არის გერმანული კომპანიებისთვის უნიკალური საშუელება და პერსპექტივა, გაზარდონ ვაჭრობა არამხოლოდ საქართველოდან არამედ ჩვენ რეგიონთან.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფედერალურ კანცლერთან ერთად საქართველოში იმყოფებიან გერმანული კომპანიების წარმომადგენლები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების მიმართ.
"ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს რკინიგზას ვხელმძღვანელობდი, დაიწყო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გერმანიის რკინიგზასთან და დღეს "დოიჩე ბანი" საქართველოს რკინიგზის ოფიციალური პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკამ შეიძინა სანდო და ძლიერი პარტნიორი ევროკავშირის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ბახტაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss