| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2018 წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე გასული აბიტურიენტების დაახლოებით 70%-მა ჩააბარა.
Forbes.ge -ს ცნობით, საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი არაპროფილური უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში პირველ ადგილს თსუ იკავებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 67 საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე 4694 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა. პირველ ადგილზე თსუ-ს საბაკალავრო პროგრამა კი 6893-მა აბიტურიენტმა დაასახელა.
10 ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელი საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით შემდეგია:
-თსუ - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 6893
-ილიაუნი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 6579
-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 2222
-თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1902
-თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1069
-ბათუმის საზღვაო აკადემია - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1044
-აგრარული უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 667
-სამხატვრო აკადემია - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 418
-თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 263
- ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 78
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss