| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ისეთ ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი და იაპონია, ძალზე მნიშვნელოვანია, - აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძემ.
ევგენიძე მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ორმხრივ ვაჭრობას ელვისებურად ვერ გაზრდის, მაგრამ ეს იქნება კარგი სტარტი.
"რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამით ჩვენი კომპანიებისა და ჩვენი წარმოებების სწორება მოხდება იმ სტანდარტებთან, რომლებიც ამ ქვეყნებში ვაჭრობისთვისაა აუცილებელი,“ - ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და აღნიშნავს, რომ "სწორედ ამის შემდეგ იქნება სავაჭრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოება შესაძლებელი და ყველა იმ სიკეთის და სარგებლის მიღება, რასაც ზოგადად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს მოაქვს“
შეახსენებთ, იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციები იწყება. გარდა ამისა, წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss