ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ივანე მაჭავარიანი:  ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები
10 სექტემბერი, 2018, 12:22
ივანე მაჭავარიანი:  ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები

თბილისი (GBC)- ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსით, მარტივდება სასაზღვრო ფორმალობები. გადამზიდავ კომპანიას საშუალება ეძლევა წინასწარ განახორციელოს ზოგადი დეკლარირება, საქონლის შემოტანისას 200, ხოლო გატანისას 150 დღით ადრე, რაც გამოიწვევს საზღვარზე აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის საჭირო დროის დაზოგვას.

გარდა ამისა, სიახლეა, რომ ახალი საბაჟო კოდექსით, საქართველოში დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ნდობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას, რაც ასევე, გულისხმობს ქართული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში.

"სიმბოლურია, რომ ევროპულ საბაჟოზე კოდექსზე ვსაუბრობთ საბაჟო სამსახურის შექმნის 100 წლისთავზე", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ  ახალი საბაჟო კანონმდებლობა შემუშავებულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

„საუკუნის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის საბაჟო ლიდერი და ერთ-ერთი საუკეთესოა არამხოლოდ რეგიონში. თუმცა, ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, რაზეც ბევრჯერ ვისაუბრეთ და ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას - საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას“, - ამბობს მინისტრი. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები