| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- თბილისში, კონკურენციის პოლიტიკის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია"კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები" საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეებს მიეძღვნა, რომელსაც 30-მდე ქვეყნის მაღალი რანგის პირი და ორასამდე მონაწილე ესწრება.
მონაწილეები მსჯელობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კონკურენციის გაუმჯობესების გზები; კონკურენციის პოლიტიკის ტენდენციები და გამოწვევები; საქართველოს კონკურენციის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პერსპექტივები და ა.შ. კონფერენციის განხორციელების მიზანია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ცნობადობის გაზრდა; კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის დანერგვა, ხელშეწყობა და მართვა.
კონფერენცია ორდღიანია და 28-29 სექტემბერს ჩატარდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss