| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ყაზტრანსგაზ- თბილისს ახალი მფლობელი ჰყავს.
კომპანიის 100%-იანი წილი ყაზტრანსგაზმა კომპანია "ვოლთბეის" დაუთმო. გარიგების ღირებულება კონფიდენციალურია. მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია "სი ბი ეს ჯგუფის" წევრია.
კომპანია დატოვა დირექტორმა სანჯარ შოკატაევმა, ის ამ პოსტზე ნიკოლოზ ჭიაურელმა შეცვლა. კომპანიაში ჯერ კიდევ რჩება სპეცმმართველი.
ყაზახი ინვესტორების გასვლას წინ „ყაზტრანსგაზის“ და საქართველოს მთავრობას შორის არსებული საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულება უძღოდა. ინვესტორი 187 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
მორიგების დროს, მთავრობამ კომპანიას არსებული დავალიანება ჩამოაწერა, თავის მხრივ ინვესტორმაც გაათავისუფლა "ყაზტრანსგაზ- თბილისი" დედა-კომპანიის წინაშე არსებული დავალიანებისგან.
სს „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 2017 წლის 7 აპრილს უჩივლა. არბიტრაჟი ჰააგაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად მიმდინარეობდა. „ყაზტრანსგაზის“ მტკიცებით, დაირღვა 1994 წლის ენერგეტიკული ქარტიის, საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ 1996 წელს გაფორმებული შეთანხმებისა და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss