ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სსე-ს ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი გახდა
18 ოქტომბერი, 2018, 12:45
სსე-ს ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი  გახდა

თბილისი (GBC) - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“  ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი  გახდა. 

მან სულხან ზუმბურიძე ჩაანაცვლა, რომელიც კომპანიას 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

სსე-ს თანამშრომლებს კომპანიის ახალი ხელმძღვანელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ წარუდგინა. 

დავით თვალაბეიშვილი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტების კოორდინატორად სამხრეთ კავკასიაში, ასევე ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკული პროექტების მენეჯერად, 2012 წლიდან კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ხელძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდში, კომპანიაში მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რის შედეგადაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ენერგეტიკულ სუბიექტებს შორის ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად იქცა.

 

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები