| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკი პოტენციურ კლინტს (40+) დაგროვებითი პენსიის პირობებს აცნობს:
▪ რას ნიშნავს დაგროვებითი პენსია:
საპენსიო ფონდში დაგროვებითი პრინციპით მოგროვებულ თანხას მოქალაქეები, საპენსიო ასაკის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღესდღეობით 180 ლარი) ერთად მიიღებენ.
▪ როგორ გროვდება თანხა:
ყოველთვიურად, დასაქმებულის მთლიანი ხელფასის 6% იზოგება შემდეგი პრინციპით - 2% ინახება დასაქმებულის ხელფასიდან, 2%-ს იხდის დამსაქმებელი, ხოლო 2%-ს - სახელმწიფო.
▪ ვისთვის არის პროგრამა:
დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე ყველა დასაქმებული პირისთვის (დასაქმებულის სტატუსი გენიჭებათ: ხელშეკრულებით, სერვის კონტრაქტით, შრომითი კანონმდებლობით დარეგულირებული ნებისმიერი ურთიერთობისას).
დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვა არ არის სავალდებულო 40+ პირებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის (თვითდასაქმებულად ითვლებით: სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, სანოტარო, საკონსულტაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო-სამეურნეო საქმიანობების შემთხვევაში)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss