ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვენდის  საქართველომ ტოკიოში  Diamond Award 2018  -ზე მარკეტინში ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო
2 ნოემბერი, 2018, 12:07
ვენდის  საქართველომ ტოკიოში  Diamond Award 2018  -ზე მარკეტინში ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო

თბილისი (GBC) - იაპონიაში გამართულ ვენდის საერთაშორისო კონვენციაზე საქართველოს “ვენდიმ” “Diamond Award 2018” ჯილდო მიიღო.

“Diamond Award” არის ვენდის სისტემაში არსებული უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად,  მსოფლიოს მასშტაბით, იღებს ის ქვეყანა, რომელიც  წლის მანძილზე გამორჩეული იყო ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობებით.

 „2018 წელი საკმაოდ პროდუქტიულია “ვენდისთვის”. მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. მათ შორის, ერთ-ერთი  აღსანიშნავი იყო მექსიკური პროდუქტების “Arrriba Trio”-ს ჩაშვება ქართულ ბაზარზე.  ამ პროდუქტებმა დიდი წარმატება მოგვიტანეს, რაც, პირველ რიგში, გაყიდვების ზრდაში აისახა“, -აცხადებს  „ვენდის” მარკეტინგის დირექტორი ელენე კოხრეიძე.   

მისი თქმით, პროდუქტების ლოკალიზაციამ და  ეფექტურმა მარკეტინგულმა აქტივობებმა შედეგად რესტორნებში მომხმარებლების რაოდენობის ზრდა მოიტანეს.

„საქართველოში დამზადებული, ყოველდღიურად ახალი საქონლისა თუ ფრინველის ხორცი, პური და სხვა ინგრედიენტები ჩვენს ბურგერებს, ვრეპებს და სხვა პროდუქტებს განსაკუთერბულ ელფერს სძენენ და მომხმარებელში ჩვენი ბრენდისადმი მაღალი სანდოობის ხარისხის განაპირობებენ. ამ ყველაფერთად ერთად სწორად გათვლილი მარკეტინგული აქტივობები საბოლოოდ საინტერესო შედეგებს იძლევა და “Diamond Award 2018” ჯილდოს მოპოვებაც სწორედ ამის აღიარებაა“, - აღნიშნავს  ელენე კოხრეიძემ.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო.  „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები