ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რეგიონებში მცხოვრებ  ახალგაზრდებს IT მიმართულებით გადაამზადებენ  
14 ნოემბერი, 2018, 12:40
რეგიონებში მცხოვრებ  ახალგაზრდებს IT მიმართულებით გადაამზადებენ   

 

თბილისი (GBC) - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო  IT მიმართულებით ახალგაზრდებს გადაამზადებს.

პროგრამით  რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში გაერკვნენ, თავად ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პროექტის მიზანია, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების დონის ამაღლება, ასევე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლის ხელშეწყობა.

,,განათლების სამინისტროს ინიციატივითა და ინოვაციების სააგენტოს დაფინანსებით ჩვენს ყველა ტექნოლოგიურ პარკსა და ინოვაციების ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით  მოქალაქეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გადამზადდნენ უფასოდ იმ მიმართულებით, რომელზეც მოთხოვნა მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად მზარდია, ეს კი  სამომავლოდ მათი დასაქმების ერთგვარი წინაპირობაა.“ - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

ახალი პროგრამები 24 ნოემბრიდან დაიწყება, ახალგაზრდებისთვის გადამზადების კურსები სრულიად უფასოა და ის ჭოპორტში, ბაღდათში, ხარაგაულში, ზუგდიდში, ახმეტაში, თბილისში, კასპში, გორში, თელავსა და რუხში  ერთდროულად განხორცილდება. 

პროგრამაზე დარეგისტრირება მსურველებს 14 -დან  21 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/y49gco

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები